ივერიონი / დღეს სისხლის უანგარო დონორობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

დღეს სისხლის უანგარო დონორობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჩატარდა უანგარო დონორობის  მხარდამჭერი აქცია.


ცენტრის თანამშრომლები უერთდებიან სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციის კამპანიას და თავად უანგაროდ გაიღებენ სისხლს.


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2011 წლის ივნისიდან ახორციელებს უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამას. უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია სისხლის უანგარო დონორობის განვითარება ქვეყანაში და ფასიანი დონაციიდან უანგარო დონაციაზე ეტაპობრივი გადასვლის ხელშეწყობა.


„უანგარო დონორების მხარდაჭერის და მოზიდვის კამპანიის“ პროექტის მიზანია სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაცია და უანგარო დონორების მოზიდვა ნებაყოფლობითი დონორების საერთო რიცხვის გაზრდის მიზნით.

13-12-2012, 18:10
უკან დაბრუნება