აშშ-სგან საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე შეზღუდვა მოხსნილია.
ამ ფაქტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკვე ოფიციალურად ადასტურებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვითი შეიარაღების შეძენაზე შეზღუდვა მოხსნილია, ხოლო სატრანსპორტო და საფრენი აპარატების შეძენის შესახებ მოლაპარეკება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინათ ქართული მედია წერდა, თუმცა მაშინ თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა.