ივერიონი / გია ჭანტურია თანმდებობიდან გადადგა!

გია ჭანტურია თანმდებობიდან გადადგა!

საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია თანამდებობიდან გადადგა. მის შესაძლო გადადგომაზე სოციალურ ქსელებში მთელი დღის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.


„ივერიონი“ რამდენჯერმე შეეცადა გადაემოწმებინა პირველწყაროსთან, მაგრამ არც ჭანტურიამ და არც ბორდის თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.


როგორც სარწმუნო წყარომ გვაცნობა, დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩატარდა ბორდის დახურული სხდომა. ამბობენ, რომ სხდომაზე დიდი გაწევ-გამოწევა ყოფილა.

დაპირისპირება იმ დონემდე მისულა, რომ ლამის გია ჭანტურია უცემიათ. ეტყობა, ზეწოლას ვერ გაუძლო და მას რამდენიმე საათის შემდეგ სხდომა იძულებით დაუტოვებია. წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ ჭანტურიას გაუჩინარებიდან  ერთ საათში ბორდის სხდომაც დამთავრდა.


საინტერესოა, რას უკავშირდება გია ჭანტურიას თანამდებობიდან გადადგომა: მაუწყებლის ფინანსურ შემოწმებას თუ იანვრიდან მის მიერ დაანონსებულ 500 კაცის დათხოვნას და არხზე დარჩენილთა ხელფასების შემცირებას?

13-12-2012, 21:29
უკან დაბრუნება