ივერიონი / ელექტროენერგია პროფილაქტიკის მიზნით ითიშება

ელექტროენერგია პროფილაქტიკის მიზნით ითიშება

კომპანია „თელასში“ სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის ყოველდღიურ გათიშვებს განსაკუთრებულ მიზეზებს არ უკავშირებენ.

როგორც „ივერიონს“ „თელასის“ პრესსამსახურში განუცხადეს, ელექტროენერგია ყოველდღიურად სხვადასხვა უბნებს პროფილაქტიკის მიზნით იზღუდება.

პრესსამსახურის თანამშრომლის განცხადებით, ზამთარში ელექტროსადენებს დიდი დატვირთვა ექნება, შესაბამისად, მათი ვარგისიანობა წინასწარაა შესამოწმებელი.

„სადენებს ელემენტარულად შემოწმება სჭირდება, ამიტომ გათიშვები მხოლოდ და მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით  ხდება. რაღაც რომ შემოწმდეს, გათიშვა აუცილებელია“, - აცხადებენ „თელასის“ პრესსამსახურში.

მათივე განცხადებით, ზამთრისთვის მზადება ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო, შესაბამისად, ელექტროენერგია განსაკუთრებული ხარვეზის გამო არ შეიზღუდება.

14-12-2012, 11:32
უკან დაბრუნება