ივერიონი / თემურ ხაჩიშვილი დაბრუნდა!

თემურ ხაჩიშვილი დაბრუნდა!

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი საქართველოში დაბრუნდა. ხაჩიშვილის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას საონფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.


ხაჩიშვილოის სამშობლოში დაბრუნება ოჯახის წევრებმა სააგენტოსთან დაადასტურეს.


ამასთან, ხაჩიშვილს შეხვდა და ესაუბრა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, რომელიც ამბობს, რომ ყოფილ ძალოვანს პოლიტიკაში მოსვლა განზრახული არ აქვს.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში "მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედაც მუშაობდა, რის შემდეგაც შს მინისტრად დაინიშნა.

ხაჩიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით იყო გასამართლებული. ის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეიწყალეს და გაათავისუფლეს. ასევე, ხაჩიშვილს ბრალად ედებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზება.

გათავისუფლების შემდეგ ხაჩიშვილმა პოლიტიკური მოძრაობა "დათვი" დააფუძნა. თუმცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წელს ხაჩიშვილი იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა.

14-12-2012, 12:01
უკან დაბრუნება