შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს ტერიტორიაზე, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ანარ უნოლჩიევი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დაკავება N1 სასაზღვრო სექტორის - სარფის დასაცავ მონაკვეთზე მოხდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიულ მთავარ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილითაა აღძრული.