ივერიონი / რა კავშირია მაღალჩინოსანთა დაპატიმრებებსა და ივანიშივილის ამერიკაში ვიზიტს შორის?

რა კავშირია მაღალჩინოსანთა დაპატიმრებებსა და ივანიშივილის ამერიკაში ვიზიტს შორის?

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების, კერძოდ, ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრებების გამო და ბიძინა ივანიშვილს კანონის უზენაესობის აღსრულებისკენ მოუწოდებს.


ლორდთა პალატამ საქართველოში პირველი ოქტომბრის შემდგომ განვითარებული მოვლენები განიხილა.  პალატის წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათ თანამშრომლობისკენ მოუწოდეს როგორც უმრავლესობას, ისე ოპოზიციას, რათა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები შენარჩუნდეს.


პალატის წევრებმა წინა ხელისუფლების 10 ჩინოვნიკის დაკავება საგანგაშო სიგნალად შეაფასეს.


„შესაძლოა,  ზოგიერთმა მათგანმა  რეალურად ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დაცული კანონის უზენაესობა და  პროცესი პოლიტიკურ ანგარიშწორებად არ უნდა გადაიქცეს“, - განაცხადეს ლორდთა პალატის წევრებმა. 


ლორდ ჰავორტის განცხადებით, „ქართული ოცნება“ შესაძლოა, „ქართულ კოშმარად“ გადაიქცეს. მისივე თქმით, არსებობს ჭორები, რომ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი აშშ-ში არ შედგება მანამ, სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ყოფილი ჩინოვნიკების დაჭერითაა დაკავებული.

14-12-2012, 14:04
უკან დაბრუნება