საუკუნის ადამიანების გამოვლენის მეათე საიუბილეო ცერემონიალზე 16 გამარჯვებული დასახელდა.
პირველი პრიზი ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს კათალოკოს პატრიარქს ილია მეორეს გადასცა.
საუკუნის სახეებად დასახელდნენ ასევე: მარიკა ლორთქიფანიძე და ზაზა ალექსიძე, სკულპტორი მერაბ ბერძენიშვილი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი, მხატვარი ედმონდ კალანდაძე, საოპერო მომღერალი მედეა ამირანაშვილი, ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი, მწერლები თამაზ და ოთარ ჭილაძეები, პოეტი ლია სტურუა, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, კინორეჟისორები რევაზ ჩხეიძე, ელდარ შენგელაია და გიგა ლორთქიფანიძე, ასევე მსახიობები - ოთარ მეღვინეთუხუცესი და გივი ბერიკაშვილი.
ცერემონიალზე ასევე წლის ადამიანებიც დასახელდნენ. ამ ნომინაციაში მხოლოდ ერთ ადამიანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გადაეცა ჯილდო, თუმცა ის ცერემინიალს არ ესწრებოდა.
ყოველწლიურმა პუბლიცისტურმა საენციკლოპედიო რედაქციამ ბიზნეს ორგანიზაციებისთვისაც დააწესა რამდენიმე ნომინაცია. პრიზები „ტოიოტა ცენტრმა“, „საირმემ“, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა და არქიტექტურულმა კომპანია „ლაბორატორია N3“ წარმოადგინეს.
ღონისძიების ფარგლებში საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, სადაც დასახელებული ნომინანტების პირადი ნივთები იყო წარმოდგენილი. აუქციონიდან აღებული შემოსავალი 100 წელს გადაცილებულ მოხუცებსა და საპატრიარქოსთან არსებულ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებისთვის შექმნილ სასადილოს გადაეცემა.