საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალიდან თოვაა მოსალოდნელი.
როგორც „ივერიონს“ ამინდის მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, ინტენსიური თოვა 16 დეკემბრისთვისაა ნავარაუდევი.
მათი ინფორმაციით, 17 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში თოვა შეწყდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში 17 დეკემბერს თოვის ინტენსიობა შემცირდება, თუმცა ტემპერატურა დაიკლებს.
17 დეკემბრისთვის ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში ღამით -6, ხოლო დასავლეთში -2, 0 გრადუსი იქნება. დღისით აღმოსავლეთში 0, -2, ხოლო დასავლეთში 0, +2 გრადუსია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების თქმით, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ტემპერატურა -13, -18 გრადუსამდე დაეცემა.
რაც შეეხება დედაქალაქს, 17 დეკემბერს ღამით -2, ხოლო დღისით -1 გრადუსია ნავარაუდევი.
18 დეკემბრიდან სინოპტიკოსები ქვეყნის უმეტეს რაიონებში ამინდის გაუმჯობესებასა და ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ, თუმცა ზოგიერთ რაიონში არამდგრადი ამინდები მაინც შენარჩუნდება.