ივერიონი / „გუდვილში“ ქართული პროდუქცია გამოიფინა

„გუდვილში“ ქართული პროდუქცია გამოიფინა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით შერვაშიძემ ქართული პროდუქციის გამოფენა  - „აირჩიე ქართული გუდვილთან ერთად“ გახსნა.

როგორც შერვაშიძემ აღნიშნა, სასიამოვნოა, რომ მცირე და საშუალო ფერმერებს საკუთარი პროდუქციის წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცათ.

„იმ სხვა პროექტებთან ერთად, რომლებსაც ვახორციელებთ, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება-განვითარებას მიექცევა. ვიმედოვნებთ, რომ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საერთო ძალისხმევით, ჩვენი პროდუქციის საექსპორტო ბაზარიც  გაიზრდება“, - განაცხადა დავით შერვაშიძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს მოუწოდებს, ქართული პროდუქცია შეიძინონ, რადგან ფერმერებისთვის მომხმარებლის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

ღონისძიება ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

30-მდე მწარმოებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენს. გამოფენა „აირჩიე ქართული გუდვილთან ერთად“ ადგილობრივი მცირე მეწარმეების წარმოჩენას და მოსახლეობისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.

გამოფენის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისa და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

14-12-2012, 17:19
უკან დაბრუნება