ქვეყნის მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს ლაშა ნაცვლიშვილი არ ჩაანაცვლებს. ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.
"გამომდინარე იქედან, რომ კანონი მე მანიჭებს როგორც ერთ, ისე მეორე კადრთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას, მინდა დანამდვილებით გითხრათ, რომ არც ჩემს მაგიდაზე და არც ჩემს გონებაში ჩანაცვლების იდეა არ ყოფილა," - განუცხადა ჟურნალისტებს წულუკიანმა.
შეგახსენებ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის პირველი მოადგილეა. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე არჩილ კბილაშვილს ლაშა ნაცვლიშვილი შეცვლიდა.