ინტერპოლის ოფიციალურ ვებ-გვერდძე www.interpol.int წითელი ცირკულარით ძებნილი კუდის ყოფილი უფროსის დათა ახალაიასა და მისი მოადგილის სოსო თოფურიძის მონაცემები გამოქვეყნდა.
,,დათა ახალაია დაბადებული 08.11.1981. ბრალდებულია ადამიანის გატაცებაში, სიცოცხლის ხელყოფასა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში.
სოსო თოფურიძე, დაბადებული 04.05. 1962, დათა ახალაისგან განსხვავებით, მას ბრალი ედება მხოლოდ სიცოცხლის ხელყოფასა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში“ - აღნიშნულია ინტერპოლის ოფიციალურ საიტზე.
კულუარული ინფორმაციით, სოსო თოფურიძე საბერძნეთში ათონის მთაზე ბერებთან იმალება. რაც შეეხება დათა ახალაიას, მის ადგილსამყოფელზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.