ფხენიანის ცენტრში ათასობით ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი და მოქალაქე შეიკრიბა, რათა მონაწილეობა მიეღო დიდ რადიუსზე მოქმედი მორიგი რაკეტის გაშვებისადმი მიძღვნილ ზეიმში.
სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა მწკრივებში ჩამდგარი მოქალაქეების კადრები, რომლებიც აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ სამხედრო და სამთავრობო მაღალჩინოსნების გამოსვლებს.
საზეიმო დემონსტრაციამდე რამდენიმე საათით ადრე სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩონ ინის განცხადება, რომელიც მომავალში სხვა სატელიტების გაშვების ბრძანებას მოიცავს, მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათს შემდგარმა რაკეტის გაშვების პროცესმა გლობალური პროტესტი და გაეროს მხრიდან დაგმობა გამოიწვია.
ჩრდილოეთ კორეა ირწმუნება, რომ სატელიტი ორბიტაზე მშვიდობიანი კვლევების ჩატარების მიზნით გაუშვა. კრიტიკოსები კი თვლიან, რომ ეს ფაქტი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის ტოლფასი იყო, რაც აკრძალული ნაბიჯია.