რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო.
რუსეთის ფედერალურმა საგამოძიებო კომიტეტმა პარასკევს განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება ნავალნისა და მისი ძმის ოლეგის წინააღმდეგ. საქმე ეხება 1,79 მილიონი დოლარის იმ სავაჭრო კომპანიის მიერ მითვისების საქმეს, რომელთანაც ძმები თანამშრობლობდნენ.
ნავალნის, რომელიც კორუფციასთან მებრძოლი ბლოგერი და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორია, ქურდობაშიც ედება ბრალი. თავად ის ამ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. წინა ბრალდება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პარასკევს ნავალნიმ „ტვიტერით“ გაავრცელა ცნობა, რომ მისი ძმის და მისი მშობლების ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. გამომძიებელთა განცხადება ერთი დღით უსწრებს მოსკოვში დანიშნულ პუტინის მმართველობის საწინააღმდეგო დემონსტრაციას.