ჩინეთში, დანით თავდასხმის დროს, დაწყებითი სკოლის 22 მოსწავლე დაიჭრა.
CNN-ის ინფორმაციით, თავდასხმა სოფელ ჩენგპენგის შესასვლელში მდებარე დაწყებით სკოლაში მოხდა. დაჭრილია ასევე რამდენიმე მოზარდიც.
დაზარალებულები კლინიკებში არიან მოთავსებული. რამდენიმე ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ეჭვმიტანილი, 36 წლის მამაკაცი, ამავე სოფლის მკვიდრი. არსებული ინფორმაციით, იგი ფსიქიკურად დაავადებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ქვეყნის ხელისუფლების მიერ რიგი ღონისძიებები უკვე გატარდა.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოსახლეობა მოითხოვს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დანების შეძენისას მყიდველებმა პირადობის მოწმობა წარმოადგინონ.