საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის „მედია ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრმა კოალიციის წევრებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.
მხარეებმა მედიის სფეროში არსებულ პრობლემებზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პროცესების კიდევ უფრო გამჭვირვალობაზე იმსჯელეს.
კოალიციის „მედია ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილს მათ მიერ შემუშავებული რამდენიმე კანონპროექტი გააცნეს.