აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალაც ითოვებს.
როგორც „ივერიონს“ ამინდის პროგნოზირებისა და მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალ გამოიდარებს და ტემპერატურა 1-2 გრადუსით მოიმატებს.
მათი ინფორმაციით, ხვალისთვის აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა -3, +2, ხოლო ღამით -6, -1 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების თქმით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით 0, +5, ხოლო ღამით 0, -1 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს, ხვალ ღამით ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა.
სინოპტიკოსები 18 დეკემბრისთვის ტემპერატურის მომატებას ვარაუდობენ, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში არამდგრადი ამინდები უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება.