სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციის არჩევნები ჩატარდა.
სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატებმა პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს ვიაჩესლავ მალიშევი. ვიცე-პრეზიდენტებად ნოდარ ალავიძე და სოსო ცომაია, ხოლო გენერალურ მდივნად - ნიკოლოზ ახალშენიშვილი დაამტკიცეს.
არჩევნებზევე იმ ადამიანის ვინაობა გაირკვა, ვინც 20 დეკემბერს ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებზე ფედერაციიის სახელით დელეგატად წარდგება.
ყრილობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებზე დელეგატი ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვიაჩესლავ მალიშევი იქნება.