ივერიონი / „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვაკანტურ თანამდებობაზე პირველი განაცხადი უკვე შევიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვაკანტურ თანამდებობაზე პირველი განაცხადი უკვე შევიდა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე  უკვე შევიდა პირველი განაცხადი, რომელიც  ნიკოლოზ მეგრელიშვილს ეკუთვნის.


 ნიკოლოზ მეგრელიშვილი არის "აჭარის ფუტზალის და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის" აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ორგანიზაციის "ახალგაზრდები ჯანსაღი მომავლისათვის" გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (იურისტი).


მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სამეურვეო საბჭომ  გია ჭანტურიას თხოვნა გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა.

15-12-2012, 18:35
უკან დაბრუნება