ყოფილი პატიმარი დათო გაიხარაშვილი ციხის ბუნტს იხსენებს და დარბევაში ბაჩო ახალაიას ადანაშაულოებს, ის ამჟამად მძიმე ავადმყოფია და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.
როგორც ყოფილი პატიმარი, დათო გაიხარაშვილი აცხადებს: "მე მოვითხოვ იმ მაღალჩინოსნების დასჯას, ვინც ამ დარბევის ბრძანება გასცა და შემსრულებელი იყო, იმისთვის რომ ჩემი მოთხოვნა შესრულდეს, უვადო შიმშილობას გამოვაცხადებ", -ამბობს ყოფილი პატიმარი.
შეგახსენებთ, რომ ორთაჭალიაში არსებული საპატიმრო 2006 წელს დაარბიეს, რის შედეგადაც რამდენიმე პატიმარი დაიღუპა. იმ დროისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ბაჩო ახალია ხელმძღვანელობდა.