ივერიონი / ბაჩო ახალაიას სასამართლო 30 იანვრს გაიმართება

ბაჩო ახალაიას სასამართლო 30 იანვრს გაიმართება

შსს-ს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო 2013 წლის 30 იანვრისთვის გადაიდო.

 

ბაჩო ახალაიას ადვოკატ დავით დეკანოიძის  განცხადებით, სასამართლოს სხდომა 25 დეკემბერს იყო დანიშნული. თუმცა, მისივე თქმით, მოსამართლეებმა გიორგი გოგინაშვილმა და ბადრი შონიამ სასამართლო სხდომის გადადებაზე გადაწყვეტილება მხარეებთან შეუთანხმებლად მიიღეს, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ.

 

დეკანოიძე აცხადებს, რომ სხდომის გადადების აუცილებლობაზე მოსამართლეებს პროკურატურამ მიმართა და მტკიცებულების მოსაძიებლად დრო ითხოვა.

 

შსს-ს ყოფილი მინისტრის ადვოკატის განცხადებით, ისინი სასამართლო სხდომისთვის მომზადებული იყვნენ.

16-12-2012, 10:17
უკან დაბრუნება