ივერიონი / ხაშურში შსს-მ დეპუტატობის კანდიდატი დააკავა

ხაშურში შსს-მ დეპუტატობის კანდიდატი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხაშურში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რამაზ ახალკაცი დააკავეს. მას პირადი ჩხრეკისას  „ჩეზეს" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა, რვა ვაზნით. ნასვამი ახალკაცი გამვლელ მოქალაქეებსა და  ხაშურის რკინიგზის სადგურის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა.

 

დაკავებული 1991 წლიდან 2006 წლამდე ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურის გამგებელი იყო. ამჟამად, ახალკაცი პოლიტიკური პარტიის -„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის"  ხაშურის რაიონული ორგანიზაციის  თავმჯდომარეა. ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატად ამავე პარტიიდან  იყრიდა კენჭს.

 

მომხდარ ფაქტზე საქმე 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, 151-ე მუხლით და 239-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ჯამში 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

16-12-2012, 13:52
უკან დაბრუნება