ივერიონი / ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გახდება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გახდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სენატორი ჯონ კერი გახდება. მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თეთრი სახლი ამ დრომდე არ ადასტურებს. თუმცა ამერიკული მედია საკუთარ წყაროდ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს ასახელებს.

 

ჯონ ფორბს კერი 1943 წლის 11 დეკმებერს კოლორადოში დაიბადა. იგი დემოკრატიული პარტიის წევრია. 1985 წლიდან ჯონ კერი მასაჩუსეტსის შტატის უმცროსი, ხოლო 2009 წლიდან უფროსი სენატორია. ჯონ კერი ხელმძღვანელობს სენატის საგარეო პოლიტიკის კომიტეტს. 

 

ფორბსის ოჯახის წარმომადგენელმა პრივილეგირებული განათლება მიიღო. თავდაპირველად იგი შვეიცარიაში Institut Montana Zugerberg-ის კერძო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ  იელის უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც პოლიტიკით დაინტერესდა. მონაწილეობდა პრეზიდენტ ჯონ კენედის წინასაარჩევნო კამპანიაში. არის ვიეტნამის ომის მონაწილე (1966-1970), სადაც სამჯერ დაიჭრა. 1972 წელს კენჭი იყარა სენატორის პოსტზე და დამარცხდა. შემდგომ დაამთავრა იურიდიული სკოლა. მუშაობდა საოლქო პროკურორის ოფისში, კერძო იურიდიულ ფირმაში. 1982 წელს აირჩიეს მასაჩუსეთსის შტატის გუბერნატორის მაიკლ დუკაკისის მოადგილედ, 1985 წელს კი - სენატში.

2004 წელს იყო პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან. არჩევნებში ჯორჯ ბუშ უმცროსთან დამარცხდა (ამომრჩევლეთა 35 ხმა დააკლდა). ედვარდ კენედის გარდაცვალების შემდეგ, 2009 წელს, იგი გახდა უფროსი სენატორი მასაჩუსეტსის შტატიდან.

 

შეგახსნებთ, რომ აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, სუზან რაისმა უარი განაცხადა მისი კანდიდატურის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე განხილვაზე.

 

16-12-2012, 14:16
უკან დაბრუნება