გურჯაანის სოფელ არაშენდაში მდებარე ანდრონიკაშვილების საგვარეულო სასახლეს დანგრევის საფრთხე ემუქრება. დანგრევის საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა, რაც განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საჯრო სკოლების ტერიტორიაზე არსებული მოძველებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არ აღირიცხება, ადგილობრივები სასახლის დემონტაჯს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. არაშენდელები საკითხით დაინტერესებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სთხოვენ.