თურქეთში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ე.წ. ბისეკის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა თურქეთმა უკრაინას გადასცა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის კონსტანტინ ხრისჩენკოს განცხადებით, მისი ქვეყანა რეგიონში სავაჭრო ბარიერების შემცირებისათვის და თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნისთვის იმუშავებს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა შავი ზღვის რეგიონში უკეთესი სატრანსპორტო ხაზების განვითარებას უჭერს მხარს.
ორგანიზაცია 1992 წელს შეიქმნა და მისი მიზანი წევრებს შორის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის უზრუნველყოფაა.