საბერძნეთის ლესბოსის კუნძულის ნაპირებთან ერაყელი მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. დაღუპულია ოცამდე ადამიანი. როგორც ჯერჯერობით ერთადერთმა გადარჩენილმა განაცხადა, მიგრანტები 2 000 დოლარის სანაცვლოდ თურქეთიდან საბერძნეთში მოხვედრას ცდილობდნენ. თუმცა ძლიერი ქარის გამო, ნავი სანაპიროდან ერთი მილის დაშორებით ჩაიძირა. მოგვიანებით, საბერძნეთის სანაპიროს დაცვამ ოცი ადამიანის ცხედარი იპოვა. გადარჩენილთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება.