პეშევარის აეროპორტში თავდამსხმელებსა და სამხედროებს შორის ორმხრივი სროლა 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დაღუპულია 4 და დაშავებულია დაახლოებით 26 ადამიანი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ტერორისტებმა 5 ჭურვი ისროლეს, აქედან 3 აეროპორტს დაეცა. ქალაქის მცხოვრებთა თქმით, პეშევარი ტერორისტთა სამიზნე ხშირად გამხდარა, თუმცა მსგავსი მასშტაბის თავდასხმა მათ არ ახსოვთ.