გაეროსა და ალექსანდრიაში საარჩევნო უბნები რამდენიმე საათის წინ დაიხურა. ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მურსიმ რეფერენდუმი მას შემდეგ დანიშნა, რაც გასულ თვეში მისი ახალი განკარგულების გამო ეგვიპტეში საპროტესტო აქციები დაიწყო.
დემონსტრანტები აცხადებენ, რომ განკარგულებამ პრეზიდენტის უფლებამოსილება გაზარდა. პრეზიდენტების ოპონენტების აზრით, განკარგულება მეტისმეტად ისლამურია და იგი უმცირესობების უფლებებს არ ითვალისწინებს.
ახალი კონსტიტუციის მისაღებად ხმების 50 %-ზე მეტია საჭირო. ეგვიპტეში რეფერენდუმი 2 რაუნდად ტარდება, მეორე რაუნდი 22 დეკემბერს გაიმართება.