ივერიონი / ირმა ინაშვილი: ვწუხვარ, რომ ფსევდო-ექსპერტებს პროგნოზები გავუცრუე

ირმა ინაშვილი: ვწუხვარ, რომ ფსევდო-ექსპერტებს პროგნოზები გავუცრუე

"არასდროს მიფიქრია და მიოცნებია საზოგადოებრივ მაუწყებელში დაბრუნებაზე, სრულიად სხვა გეგმები მაქვს. დამიჯერეთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება“. 

 

ეს განცხადება მედია-კავშირ ,,ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

 

"ვწუხვარ, რომ პროგნოზები გავუცრუე იმ ფსევდო-ექსპერტებს, რომლებიც ბრიუსელიდან ირმა ინაშვილის დაბრუნების შემდეგ ჯიუტად წინასწარმეტყვენებდნენ ჩემს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის თანამდებობით "დაჯილდოებას"“, - აცხადებს ჟურნალისტი. 

 

"ობიექტივის“ ხელმძღვანელი უკვე მერამდენედ აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის, ან სამეურვეო საბჭოს წევრის პოსტებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს. ამასთან ჟურნალისტი კოლეგებს მიმართავს და თხოვს მათ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით აღარ შეაწუხონ.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ პოსტზე საკუთარი ფავორიტი არ ჰყავს და როცა ეყოლება, მხარდაჭერასაც ღიად გამოხატავს. 

16-12-2012, 16:09
უკან დაბრუნება