ივერიონი / სასწრაფო დახმარების თანამშრომლები გაიფიცნენ

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები გაიფიცნენ

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 11-ე ბრიგადის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე სამსახურის მძღოლები, ექიმები და დამხმარე პერსონალი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. 

 

აქციის მონაწილეების თქმით, გიგი უგულავა მერიის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების თანამშრომლებს მეცამეტე ხელფასს დაჰპირდა, თუმცა ცენტრის ადმინისტრაცია მათთვის დამატებითი თანხის გამოყოფას არ აპირებს. 

 

ექიმების თქმით, სამედიცინო ცენტრის დირექტორმა გიორგი თოდუამ თათბირზე მენეჯერებს იმ თანამშრომლების გვარების დასახელება მოსთხოვა, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ. 

 

მათივე ინფორმაციით, თოდუა მათ სამსახურიდან განთავისუფლებით დაემუქრა. 

 

,,ვითხოვთ პირობების გაუმჯობესებას, ადამიანურ მოპყრობას. არ გვყოფნის ბრიგადები, განსაკუთრებით ისანი-სამგორის რაიონში. ამის გამო ხშირად  2-3-საათით გვაგვიანდება ხოლმე  შემთხვევის ადგილებზე“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

16-12-2012, 17:40
უკან დაბრუნება