ივერიონი / პაკისტანში ექვსი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ექვსი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარში, პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკების შედეგად,  ექვსი ადამიანი დაიღუპა.

 

ინციდენტი  მას მერე მოხდა, რაც წინა დღით თალიბანმა ფეშავარის აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა. თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქებისა და სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ხუთი სამოქალაქო პირი და ხუთი მეამბოხე, დაიჭრა 50 ადამიანი. 

 

ხელისუფლება იძულებული გახდა დროებით დაეხურა აეროპორტი, რომელიც არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედრო თვითმფრინავებსაც ემსახურება. 

 

16-12-2012, 18:38
უკან დაბრუნება