ივერიონი / საპროტესტო აქცია სოფელ დიდველაში

საპროტესტო აქცია სოფელ დიდველაში

ბაღდათის რაიონის სოფელ დიდველაში უკვე ორი დღეა მოსახლეობამ გაზსადენი მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჩერა. ადგილობრივები დასავლეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენისა და ნავთობსადენის მშენებლობის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ. 

 

როგორც ისინი აცხადებენ,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან გზის რეაბილიტაციისთვის თანხა რამდენჯერმე გამოიყო, თუმცა ამ დრომდე არ შეკეთებულა. სოფლის რწმუნებული კი ამტკიცებს, რომ სოფლისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით გზის ნაწილობრივი რეაბილიტაცია მოხდა. 

 

16-12-2012, 18:40
უკან დაბრუნება