საექიმო შეცდომების განხილვის მექანიზმები და რეგულირების სისტემები მთლიანად გადასახედია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა ათი თვის ჩვილის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქმეს სამედიცინო რეგულირების სააგენტო შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გორის ბავშვთა საავადმყოფო „იავნანაში“ 10 თვის დავით გოგინაშვილი გარდაიცვალა.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ოჯახის მიმართ. ჩვენ ნამდვილად მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა სამედიცინო სამსახურების მუშაობის პროცესში, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით. აუცილებლად გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას. დავით გოგინაშვილის შემთხვევას კი განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.