ივერიონი / საქართველო ჩინეთის კულტურის დღეებს უმასპინძლებს

საქართველო ჩინეთის კულტურის დღეებს უმასპინძლებს

ხვალ, ჩინეთის კულტურის დღეებთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება.

 

პრესკონფერენციას ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯიანვეი გონგი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი და  ჩინეთის დელეგაციის წევრები დაესწრებიან.

 

17 დეკემბერს, გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში, ქართული საზოგადოების წინაშე  1939 წელს დაარსებული ცნობილი ჩინური თეატრი "გიანსუ" წარსდგება. ეროვნულ მოტივებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული მსოფლიოში განთქმული თეატრი  მუსიკისა და ცეკვის მრავალფეროვან ინტრეპრეტაციას წარმოადგენს. "გიანსუ" წარმოდგენას ქუთაისსა და ბათუმშიც გამართავს.

 

კულტურის დღეების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ასევე ჩინეთის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა სახელწოდებით ,,მრავალფეროვანი აბრეშუმის გზა~. ექსპოზიცია ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში 18 დეკემბერს გაიხსნება.

 

16-12-2012, 19:37
უკან დაბრუნება