ივერიონი / რას სთხოვდა გირგვლიანის დედა ახალ მთავრობას?!

რას სთხოვდა გირგვლიანის დედა ახალ მთავრობას?!

სანდრო გირგვლიანის დედის მოძღვარი საზოგადოებას ირინა ენუქიძის ანდერძს უმხელს. ინტერვიუ, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის“ ორშაბათის ნომერში დაიბეჭდება, ენუქიძის პირადი მოძღვარი იმაზე საუბრობს, რაც ქალბატონმა ირინამ სიკვდილის წინ გაანდო. 

 

მოძღვარი ჰყვება, რომ გირგვლიანის დედა სიკვდილის წინ მისი მოკვლის მცდელობაზე საუბრობდა და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში თავისი და სანდროს მკვლელობის გამოძიებას ითხოვდა. 

 

"დიახ, ბოლო თვის განმავლობაში პანკრეასის სიმსივნეზე მკურნალობდა, თუმცა თვლიდა, რომ მისი მკვლელობა სცადეს. მითხრა, ხომ ხედავ, მეც მომკლეს ამ ურჯულოებმაო“, - აღნიშნავს მოძღვარი საგაზეთო ინტერვიუში. 

 

მისივე თქმით, მკვლელობების გამოძიება ირინა ენუქიძის უკანასკნელი სურვილი იყო და იგი, როგორც მოძღვარი, ვალდებული იყო ეს საზოგადოებისთვის გაენდო.

 

"სააკაშვილის ხელისუფლება სანამ იქნება, ჩემს მკვლელობას არავინ გამოიძიებს და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ახალ ხელისუფლებას სთხოვე, ჩემი მკვლელობის საქმეც გამოიძიოს. ეს არის ჩემი უკანასკნელი სურვილიო. ეს მისი ანდერძი იყო და როგორც მოძღვარი, ვალდებული ვარ, ეს ვთქვა. მით უფრო, რომ მთავრობა უკვე შეიცვალა“, - წერს ირინა ენუქიძის მოძღვარი. 

16-12-2012, 19:44
უკან დაბრუნება