ივერიონი / ბარაკ ობამამ დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

ბარაკ ობამამ დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

"ასეთი ტრაგედია აღარ უნდა განმეორდეს", _ განაცხადა სენდი ჰუკის სკოლაში მისულმა ბარაკ ობამამ.


პრეზიდენტი ასევე შეხვდა დაღუპულების ოჯახის წევრებს და აღნიშნა, რომ მათ მთელი ქვეყანა თანაუგრძნობს.


მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ქმედითი ღონისძიებების გატარება, რათა მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.


შეგახსენებთ, რომ სენდი ჰოუკის სკოლაში 6-დან 7 წლამდე 20 ბავშვი დაიღუპა. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილმა 20 წლის ადამ ლანზამ  ჯერ საკუთარი დედა მოკლა, შემდეგ სკოლის მოსწავლეები ამოხოცა და სამართალმდამცავების გამოჩენისთანავე თავი მოიკლა.

17-12-2012, 10:51
უკან დაბრუნება