ივერიონი / პოლიცია მასშტაბურ პატრულირებას იწყებს

პოლიცია მასშტაბურ პატრულირებას იწყებს

დღეიდან სამართალდამცავები პატრულირებას თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე განახორციელებენ. 

 

ამის შესახებ გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

 

თბილისის საპატრულო პოლიციაში ავტომანქანებისა და თანამშრომლების რაოდენობა იზრდება. მინისტრის გადაწყვეტილებით, ძველ პოზიციებზე დაბრუნდნენ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში უკანონოდ განთავისუფლებული თანამშრომლები.

 

17-12-2012, 11:27
უკან დაბრუნება