ივერიონი / NDI-ის კვლევის მიხედვით, პიროვნებათა რეიტინგში კვლავ პატრიარქი ლიდერობს

NDI-ის კვლევის მიხედვით, პიროვნებათა რეიტინგში კვლავ პატრიარქი ლიდერობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, პიროვნებათა რეიტინგში კვლავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 93%-ით ლიდერობს. კვლევის მიხედვით, პიროვნებათა რეიტინგში მეორე ადგილზე 80%-ით პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 63%-ით მოყვება. 

 

NDI-ის მიხედვით, ეკა ბესელიასა და თინა ხიდაშელის რეიტინგი 61%-ია. პიროვნებათა ჩამონათვალში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 42%-ითაა წარმოდგენილი. 

 

"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოკითხულთა 35%-ს მოსწონს. 

 

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა კი 34%-ს. 

 

"ქართული იცნების" წარმომადგენლის გუგული მაღრაძის რეიტინგი 30%-ია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 29%-ით მოყვება.

 

რაც შეეხება თბილისის მერის გიგი უგულავას რეიტინგს, კვლევის თანახმად, ის გამოკითხულთა 29%-ს მოსწონს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კი 28%-ს. 

 

კვლევაში მოხვდა ასევე პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძეც, რომლის რეიტინგი 15%-ია, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლი გიგა ბოკერიას რეიტინგი 11%-ს შეადგენს.

 

NDI-იმ აღნიშნული კვლევა 14-25 ნოემბრის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1947 მოქალაქე გამოკითხა.

საშუალოდ ცდომილება + - 3%-ია.

 

17-12-2012, 11:41
უკან დაბრუნება