ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63%-სთვისთვის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს კოალიცია "ქართული ოცნება" დგას.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10%-სთვის თავის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ნაციონალური მოძრაობა" დგას.
შეკითხვაძე: "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?" - გაოკითხულთა 10%-მა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, ხოლო 8%-მა არ იცის.
აღნიშნულ კატეგორიაში გამოკითხულთა 5% მიიჩნევს, რომ თავის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია დგას, ხოლო 3% თვლის, რომ ასეთი პოლიტიკური პარტია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაა". რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათ მხარი გამოკითხულთა 1%-მა დაუჭირა.
NDI-იმ აღნიშნიშული კვლევა 14-25 ნოემბრს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1947 მოქალაქე გამოკითხა.
ცდომილება საშუალოდ, + - 3%-ია.