ბოლო დროს, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" უამრავი სტატუსი გაჩნდა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით. მოსწავლეები ერთმანეთს სიხარულით ამცნობენ, რომ მომავალი წლიდან მე-12 კლასი უქმდება და ამასთან, სკოლის საატესტატო გამოცდებიც. ხოლო, უნივერსიტეტებში ჩაბარება სკოლის ნიშნებით მოხდება.
ამაზე არა მხოლოდ მოსაწავლეები, მათი მშობლებიც ბევრს საუბრობენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მათ შვილებს მომავალ წელს საატესტატო გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, "ივერიონი" გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.
"მე-12 კლაისის გაუქმებას არ ვაპირებთ, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუა. წელს და მომავალ წელსაც საატესტატო გამოცდები ჩვეულებრივად ჩატარდება. ცვლილებები არ იგეგემბა", - აცხადებს ჩვენთან საუბრისას გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელძღვანელი მაია მიმინოშვილი.
როგორც გაირკვა, გავრცელებული ინფორმაციის ერთადერთი მიზეზი მოსწავლეების დიდი სურვილია, რომ ეს მართლაც ასე იყოს და მე-12 კლასი გაუქმდეს.