ივერიონი / ნინა წკრიალაშვილი: ახალ ხელისუფლებას არ ვუმღერებ!

ნინა წკრიალაშვილი: ახალ ხელისუფლებას არ ვუმღერებ!

"ნაციონალური მოძრაობის" ერთგული მხარდამჭერი, ნინა წკრიალაშვილი, რომელიც ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციაზეც კი მივიდა, დღეს ისევ კულტურის სამინისტროში მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ თავის უარყოფით დამოკიდებულებას ახალი ხელისუფლების მიმართ ღიად აფიქსირებს.


"ყველა ის დაპირება, რაც მათ წინასაარჩევნოდ გააკეთეს, მეეჭვება რომ შესრულდეს. იმ პროექტების გაკეთება, რაც მათ წარადგინეს, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, წინა ხელისუფლება გააკეთებდა. ეს ფიზიკურად შეუძლებელია და ხალხი მოტყუებული დარჩება. მე ისევ სამინისტროში ვმუშაობ და მინდა ხელმძღვანელობას ამის გამო მადლობა გადავუხადო. ბატონი გურამ ოდიშარია ძალიან კარგი პიროვნებაა, ასევე  ძალიან მომწონს მისი ერთ-ერთი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი. მიხარია, რომ სამინისტროში ასეთი პროფესიონალი იმუშავებს", _ აცხადებს ნინა წკრიალაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მომღერლები, რომლებიც წინა ხელისუფლების სამთავრობო კონცერტებზე მღეროდნენ, ახალი ხელისუფლების პირობებში დაიბლოკებიან, მათი ნაწილი კი, თავისი სურვილით იტყვის უარს.


"არა მგონია, რამე შემოთავაზება მივიღო, მაგრამ თუ იქნება შემოთავაზება მე მაინც არ ვიმღერებ. არ მინდა, დღევანდელ მთავრობას ვუმღერო!" _ აცხადებს წკრიალაშვილი.

17-12-2012, 13:38
უკან დაბრუნება