დღეს საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მეგობრების საქმეზე განაჩენი უნდა გამოიტანოს. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ განაჩენი გამამართლებელი იქნება.
როგორც წინა სასამართლო პროცესის დროს გახდა ცნობილი, პროკურატურა მზად არის, რობაქიძის მეგობრებს ბრალი მოუხსნას.
ამ საქმის ხელახალი გამოძიება პროკურატურამ ერთი თვის წინ დაიწყო და უკვე დადგა რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი.
ბრალის მოხსნის შემთხვევაში, შესაძლოა, დაცვის მხარემ სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღების საკითხი დააყენოს.