სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს, ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული დატოვებს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს სამინისტროში პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა 350-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს, რომელთაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ადგილობრივი საბჭოების მიერ უარი ეთქვათ და ამასთანავე, რისკების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან.
კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს 34 მსჯავრდებული, მათ შორის, 4 ქალი, ერთი არასრულწლოვანი და 2 მძიმე ავადმყოფი გათავისუფლდება.