ივერიონი / დავით დარჩიაშვილი: ივანიშვილს უნდა უკვირდეს, 63%-ზე მეტი რატომ არ უჭერს მხარს

დავით დარჩიაშვილი: ივანიშვილს უნდა უკვირდეს, 63%-ზე მეტი რატომ არ უჭერს მხარს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63%-სთვის  მათ შეხედულებებთან  ყველაზე ახლოს კოალიცია "ქართული ოცნება" დგას.


ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი განმარტებას აკეთებს.


"პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბოლო 20-25 წელია ასე ხდება: ახალ ხელისუფლებას ყოველთვის მაღალი ნდობა აქვს. მოდის ახალი ხელისუფლება და პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მის მიმართ ნდობის ფაქტორიც მეტია. ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, თუ ბიძინა ივანიშვილს და საზოგადოდ, ახალ ხელისუფლებას მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს. პირიქით, ბატონ ბიძინა ივანიშვილს უნდა გაუკვირდეს, რატომ უჭერს მხოლოდ 63% მხარს და არა უფრო მეტი?!" - განაცხადა "ივერიონთან" საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა.


NDI-იმ აღნიშნიშული კვლევა 14-25 ნოემბრს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1947 მოქალაქე გამოკითხა.
ცდომილება საშუალოდ,  3%-ია.
 

17-12-2012, 15:22
უკან დაბრუნება