შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები ყველა სამსახურის თანამშრომელმა და სპეციალისტმა, ასევე 18 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა დაწერა.
გამგეობის პრესცენტრის ინფორმაციით, ჯერჯერობით არც ერთი მათგანის განცხადება დაკმაყოფილებული არ არის. ინფორმაციას საკადრო ცვლილებების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ოსაძე უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაავრცელებს.