შპს "ტაო"-ს ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თუმანიშვილის პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ლევან თუმანიშვილს გირაოს სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თუმანიშვილი 14 დეკემბერს დააკავეს. დაკავებამდე ის ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევის, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ასევე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე მოწმის სტატუსით დაკითხეს.
ლევან თუმანიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბიძაა.
მორიგი სასამართლო პროცესი, რომელზეც შპს "ტაო"-ს ხელმძღვანელის საქმის არსებითი განილვა მოხდება, 2013 წლის 11 თებერვალს არის ჩანიშნული.