თოვა საქართველოს ტერიტორიაზე დღესაც გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა–კობაძეების მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები არ მოქმედებს.
დღეს თოვა თბილისშიც გრძელდება, მაგრამ კახეთისგან განსხვავებით, ტრასპორტით მოძრაობა არ შეფერხებულა.