ივერიონი / მადრიდში პენსიონერების აქცია გაიმართა

მადრიდში პენსიონერების აქცია გაიმართა

მადრიდში პენსიონერთა საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრში ხელისუფლების საფინანსო პოლიტიკით უკმაყოფილი 2 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. 

 

აქციის მონაწილეებმა ოფიციალური მადრიდის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც,  9 მილიონამდე პენსიონერს ყოველთვიური პენსია 2 %-ით აღარ გაეზრდებათ. 

 

ამ გადაწყვეტილებას ესპანეთის ხელისუფლება საბიუჯეტო დეფიციტით ხსნის.  

 

18-12-2012, 13:19
უკან დაბრუნება