ივერიონი / ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე კვლავ შეზღუდვებია

ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე კვლავ შეზღუდვებია

უამინდობის გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების - ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, შეზღუდვებია თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 136–158 კმ-ის მონაკვეთზე.

კერძოდ, ჩუმათელეთი–ვერტყვიჭალის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფაწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–(ფოსტა)კობის მონაკვეთზე, სამი ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კერძოდ, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზვავდამცავი გვირაბების გავლით ხორციელდება.

აღიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
 
ინტესიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 36–46 კმ-ის (ვერონა–კობაძეები) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტესიური თოვის გამო, ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 37–56 კმ-ის მონაკვეთში (ტყიბულ

18-12-2012, 14:49
უკან დაბრუნება