უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის თანახმად, 2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული სტუდენტებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გამოიყოფა.
პროექტის მიხედვით, აღნიშნული კატეგორიის სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსებისთვის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული მიზნებისთვის 2 800 სტუდენტისთვის 2012-2013 სასწავლო წელს სამინისტროს შიდა ასიგნებებიდან 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყოფა. ამ თანხის ნახევრის გამოყოფა მიმდინარე წელს, ხოლო მეორე ნახევრის გამოყოფა მომავალ წელს იგეგმება.